გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს
შინაური ცხოველების მოვლა გასეირნება
eyeნანახი
შინაური ცხოველების მოვლა გასეირნება

ვასეირნებ შინაურ ცხოველებს ნებისმიერ ლოკაციაზე. გამარჯობა მე ვარ თამო 19 წლის სტუდენტი, ამ სფეროში 3 წელია აქტიურად ვმუშაობ, მაქვს გამოცდილება და უამრავი რეკომენდაცია. შინაური ცხოველის მოვლა დატოვება ეს უბრალოდ საქმე არაა მას დიდი სიყვარული,მონდომება და გამოცდილება სჭირდება. რათქმაუნდა რთულია თქვენი საყვარელი ცუგო , ფისო ან შინაური ცხოველის სხვა, უცხო ადამიანს დაუტოვოთ, რადგან არ იცით როგორ შეეგუება ის მას ან თუნდაც როგორ მიეჩვევა თქვენი მეგობარი მომვლელს. რათქმაუნდა ამ საკითხზე სრული სერიოზულობით და მონდომებით ვცდილობ რომ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი იყოს თბილ და მოსიყვარულე გარემოში. ამაში ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც მეხმარებიან. ასე რომ თამამად შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი :)

დავიტოვებ ოთხფეხა მეგობრებს
დავიტოვებ ოთხფეხა მეგობრებს

მანამ სანამ თქვენ მუშაობთ და თქვენი ოთხფეხა მეგობრები თუ მარტო არიან სახლში მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი რამ დავიტოვებ სამუშაო საათებში ( 08:00 დან 19:00 მდე ). ვაჭმევ, გავასეირნებ, ვეთამაშები, მოვეფერები და ასე შემდეგ. მე თვითონ მყავს 2 კოკერ სპანიელი 1 წლის და 9 წლის. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. ვარ 22 წლის. აგრესიულ ოთხფეხებსაც ხშირად დავხმარებივარ და პატრონისგან მიტოვებულ ოთხფეხებსაც. მე თვითონ მაქვს გამოცდილება როგორი სევდიანი სანახავია როდესაც მარტო ტოვებ შენ საყვარელ მეგობარს. ასე კიდევ მხიარულად იქნება და მეგობრებსაც შეიძენს. ვცხოვრობ ორთაჭალაში ფასი თვეში 200 ლარი.