გამოცდებისთვის მომზადება

გამოცდებისთვის მომზადება
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით

ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენა-ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით, როგორც დისტანციურ, ისე ფიზიკურ გარემოში. მეცადინეობისას სიღრმისეულად დავამუშავებთ პროგრამულსა და არაპროგრამულ მასალას; ტექსტების რედაქტირებისას საფუძვლიანად შევასწავლი გრამატიკას; აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებამდე დამოუკიდებლად და საუკეთესოდ შეძლებს ესეს აგებას, წაკითხული ტექსტის გააზრებას, ტექსტის რედაქტირებას. დამხმარე ელექტრონულ ჯგუფში მოსწავლეებისთვის ატვირთულია ციფრული რესურსები: ტესტები, ტექსტები, მაღალქულიანი ესეები, ესეს აგების სტრუქტურა და ყველა მნიშვნელოვანი მასალა, რითაც აბიტურიენტს არ დასჭირდება ზედმეტი თანხის დახარჯვა სამუშაო რესურსების შესაძენად. აგრეთვე, აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება, მრავალჯერადად მოუსმინოს ახალი მასალის ჩანაწერს. სწავლების საფასური - შეთანხმებით. მეცადინეობას გაუძღვება სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი მრავალწლიანი გამოცდილებით. გისურვებთ წარმატებებს!

certificates icon სერტიფიკატი
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.