ვარ თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი • ვიყავი 50 საუკეთესო აბიტურიენტს შორის საგრანტო სიაში ფიზიკით. • ვწერდი სამეცნიერო სტატიებს (მსოფლიო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ნიუსებს და საავტორო სტატიებს) • მაქვს სწავლების გამოცდილება • შემიძლია: მრავალფეროვანი,სახალისო სტრატეგიებით მეტად ადვილი გავხადო მოსწავლეებისთვუს ხშირად ძნელად ასათვისებელი მასალა • დავეხმარო ნებისმიერი გაუგებარი მასალის მარტივად ათვისებასა თუ დავალებაში არსებული პრობლემების მარტივი ხერხებით გადაჭრაში და ამოცანების გამოყვანის უნარის გამომუშავებაში ფიზიკასა და მათემატიკაში. . სურვილისამებრ შესაძლებელია ერთჯერადი კონსულტაციები საშინაო დავალებისთვის,ტესტისთვის, გამოცდისთვის... ან უბრალოდ მათი დაწერა.
გამარჯობა, ვარ 25 წლის მაგისტრანტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 6 წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ საფრანგეთში, მისწავლია სხვადასხვა ქვეყანაში და საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში. მაქვს ყოველდღიური შეხება ფრანგულ ენასთან. ჩემს მოსწავლეებს ვუზიარებ ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას საფრანგეთში ცხოვრებასთან და სწავლასთან დაკავშირებით, ასევე პირად გამოცდილებას.
ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100 ლარი
ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100/150 ლარი
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.