ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენა და ლიტერატურა
პრო
სამაგისტრო უნარების ხუთკვირიანი კურსი (ოთხივე ნაწილი)
eyeნანახი
სამაგისტრო უნარების ხუთკვირიანი კურსი (ოთხივე ნაწილი)
5.0
| 1 შეფასება

დ ე ტ ა ლ ე ბ ი: * სამეცადინო პერიოდი: 17 ივნისი - 25 ივლისი * გაკვეთილების რაოდენობა - კვირაში ოთხჯერ: ორშაბათი - წაკითხულის გააზრება სამშაბათი - ანალიტიკური წერა ოთხშაბათი - ლოგიკური მსჯელობა ხუთშაბათი - რაოდენობრივი მსჯელობა * გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი * დრო: 18:00 - 19:00 * ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მაქსიმუმ 6 * ფორმატი: ონლაინ ("ზუმის" პლატფორმა) * ღირებულება: 200 ლარი ჩ ე მ შ ე ს ა ხ ე ბ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი, ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. ბაკალავრიატიცა და მაგისტრატურაც გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), ჩავირიცხე 100%-იანი დაფინანსებით და ორივე საფეხური დავამთავრე წითელ დიპლომზე. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. თავდაპირველად ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ჩაბარებული მაქვს უმაღლესი მათემატიკაც, მაგრამ ლიტერატურისადმი გამძაფრებული ინტერესის გამო, მე-3 კურსზე შევწყვიტე სწავლა და თავიდან ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები. სამაგისტრო უნარებში ვამზადებ 2016 წლიდან (ოთხივე ნაწილში). ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი შემდეგი გამოცდები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) 2. ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) 3. მათემატიკა (I-VI) P.S. სურვილის შემთხვევაში, შემიძლია მეილზე გამოგიგზავნოთ მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

ტელეფონი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს I-V კლასის ჩათვლით. სურვილისამებრ, როგორც კონკრეტულად ერთ საგანში, ასევე დავეხმარები საშინაო დავალებების მომზადებაში ყველა საგანში. ✅ვამზადებ ბინაზე მისვლით. ✅ცოტა რამ ჩემს შესახებ- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიაზე, მაღალი აკადემიური მოსწრებით.ასევე, დამატებით გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას. ✅მაქვს გამოცდილება 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლესთან. ✅ორიენტირებული ვარ მივაღწიო სათანადო მიზანს სრულყოფილად. ✅კარგად ვუგებ ბავშვებს და მათთან ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. ⭕დეტალები, განრიგი და ფასი შეთანხმებით.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში

ყურადღება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. Მოსწავლეებს მოამზადებს კვალიფიციური მოქმედი მასწავლებელი (ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი). გაკვეთილებს მასწავლებელი ჩაატარებს როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილის მიხედვით). Მასწავლებელი მოსწავლეებთან გარდა პროგრამული მასალისა, იმუშავებს: 1). მწერლების გაცნობა 2). ნაწარმოებების წაკითხვა/ანალიზი/მსჯელობა 3). Წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა. 4). ფილმების ანალიზი გაკვეთილები ჩატარდება თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით (ყველა საგანმანათლებლო რესურსს უზრუნველყოფს მასწავლებელი). დაგვირეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე პირადად გაგესაუბრებათ მასწავლებელი.