კონდინციონერის შერჩევა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ამ მოწყობილობის გამართული მუშაობა თქვენი საცხოვრებელი, ან სამუშაო სივრცის ტემპერატურულ კომფორტს განსაზღვრავს. კონდიციონერის შერჩევიდან მონტაჟის ჩათვლით სრული მომსახურება უმჯობესია პროფესიონალებს ანდოთ, რათა საკმარისი კვალიფიკაციის არქონის გამო არ დაზარალდეთ.
რაზე გავამახვილოთ ყურადღება კონდინციონერის შეძენისას?
კონდინციონერის შეძენა სეზონამდე ყოველთვის გონივრულია, რადგან ამ გზით მონტაჟის თანხების დაზოგვასაც შეძლებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ გარე აგრეგატის ფასადზე გადატანისთვის საჭირო ნებართვები და წინასწარ წარადგინეთ საბუთები ქალაქის მერიაში. ამის შემდეგ განსაზღვრეთ საჭირო სიმძლავრე, რაც დამოკიდებულია ბინის ფართობზე, ფანჯრების რაოდენობაზე, მდებარეობასა და თბოიზოლაციაზე. გაითვალისწინეთ ენერგოეფექტურობა, რომელიც მოწყობილობის ეკონომიურ გამოყენებას განსაზღვრავს. ეს მაჩვენებელი 8-დან 11.5 მდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდინციონერი მუშაობისას. შეარჩიეთ ისეთი კონდინციონერი, რომელიც დამატებით რეჟიმებს მოიცავს, მათ შორის: ჰაერის წმენდა, გათბობა, ტენის ამოშრობა, ან დატენიანება. შესაძლებელია შერჩეული ტექნიკა ავტომატური ჩართვა-გამორთვის ფუნქციებსაც აერთიანებდეს.
კონდინციონერის ტიპები
კონდინციონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბინის მდგომარეობა და დამონტაჟების ადგილი. ყველაზე გავრცელებულია სპლიტ სისტემის ტიპის კონდინციონერები, რომელიც გარემონტებულ სივრცეში შესაძლოა დამონტაჟეს. სპლიტ სისტემა მოიცავს შიდა და გარე ბლოკისგან შემდგარ კონდინციონერს, რომელიც კომპაქტური ზომებით და ხმაურის დაბალი დონით გამოირჩევა. სპლიტ სისტემა თანამედროვე ფილტრებითაა აღჭურვილი და მას ჰაერის ნაკადის რეგულირების შესაძლებლობა გააჩნია.
რამოდენიმე ოთახში სასურველი პირობების შესაქმნელად არჩევანი მულტი სპლიტ სისტემაზე შეაჩერეთ, რომელში არსებული შიდა ბლოკების რაოდენობაც 2-დან 5-მდეა. კონდინციონერის ეს ტიპი ოფისებისთვის არის რეკომენდებული. გამოარჩევენ ასევე კოლონურ სისტემასაც, რომელსაც კარადის ფორმის შიდა ბლოკი აქვს და სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებსა და მუზეუმებში იდგმება.
როგორ შევარჩიოთ ადგილი კონდინციონერის დასამონტაჟებლად?
კონდინციონერის დამონტაჟებამდე აუცილებლად აირჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც ყველა გამათბობელი მოწყობილობისგან მოშორებით მდებარეობს. გათბობის ქვაბები, რადიატორები, ღუმელები- ეს ყველაფერი სითბოს ასხივებს და კონდინციონერის ეფექტურ მუშაობას ხელს უშლის.
მანძილი კონდინციონერის შიდა ერთეულსა და ჭერს შორის არანაკლებ 10-15 სმ უნდა იყოს. კონდინციონერი რეცირკულაციის რეჟიმში მუშაობს, ჰაერი მასში ზემოდან შემოდის გადის ფილტრებში და ცივდება. თუ საკმარისი ადგილი არ არის, მაშინ სისტემა სათანადოდ ვერ გააგრილებს სივრცეს.
კონდინციონერი არ უნდა დამონტაჟდეს დიდი კარადის ზემოთ, ან სხვა ტიპის ავეჯთან, თუ მათ შორის დარჩენილი მანძილი 100 სმ-ზე ნაკლებია. კონდინციონერის ჩართვისას მტვერი დაგროვდება და მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობა შემცირდება.
კონდინციონერის შერჩევისას დაშვებული შეცდომები
შეცდომა N1
მთელი ბინის, ან სახლის გასაგრილებლად ერთი კონდინციონერი საკმარისი არ არის. საპირისპირო შეგიძლიათ დაამტკიცოთ იმ შემთხვევაში, თუ სავენტილაციო სისტემას მრავალზონიანი, ან არხიანი კონდინციონერის დაყენებით აპირებთ. სპლიტ სისტემები მუშაობს პრინციპით ,,ერთი შიდა განყოფილება, ერთი ოთახი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ოთახში ერთი შიდა ბლოკი მონტაჟდება და სიმძლავრის სწორად გამოთვლა აუცილებელია.
შეცდომა N2
კონდინციონერის მონტაჟამდე გაყვანილობების უგულებელყოფა დაუშვებელია, რადგან სივრცეში არსებული ელექტრო სადენები როგორც წესი კედელში თავსდება და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ დამონტაჟებული გაყვანილობის პლასტმასის დეკორატიული ყუთით დაფარვა მოგიწევთ.
შეცდომა N3
სხვადასხვა ზომის ფართობის გასაგრილებლად განსხვავებული სიმძლავრის კონდინციონერია საჭირო. სიმძლავრის გამოსათვლელად უნდა განსაზღვროთ ჭერის სიმაღლე, ოთახის ფართობი, ფანჯრების განთავსების მიმართულება, იატაკი, სხვა მოწყობილობების (ტელევიზორები, კომპიუტერები, მიკროტალღური ღუმელები ა.შ.) არსებობა და სხვა. ინვენტორული კონდინციონერები ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით გამოირჩვა, რომელიც არ ითიშება სასურველი ტემპერატურის მიღწევისას და მცირე ენერგიის მოხმარების დროსაც აგრძელებს მუშაობას.
შეცდომა N4
კონდინციონერის შიდა ბლოკი დივნის, ან საწოლის წინ უნდა განთავსდეს. მონტაჟისას თავიდან უნდა აიცილოთ ცივი ჰაერის ნაკადის პირდაპირ მიმართვა დასასვენებელ სივრცეზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია და გაციება.
კონდინციონერი ჰაერის გაგრილების პარალელურად სივრცის ვენტილაციასაც ახდენს. საოფისე შენობებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში ძირითადად სავენტილაციო სისტემაში ინტეგრირებული კონდინციონერები გამოიყენება, ხოლო საცხოვრებელ სივრცეში მონობლოკებსაც შეხვდებით, რომლის ერთი მხარე ქუჩაშია და მას ფანჯრის კონდინციონერს უწოდებენ.
დაამონტაჟეთ კონდინციონერი ყველაზე იაფად servisebi.ge-ის საშუალებით
თუ ხარისხიანი კონდინციონერის სრულყოფილი მონტაჟი გჭირდებათ და გამოცდილ სპეციალისტს ეძებთ, მაშინ
servisebi.ge ამ პროცესს გაგიმარტივებთ. ქვეყნის საუკეთესო ოსტატების ერთ სივრცეში წარმოდგენით პლატფორმა გეხმარებათ მოკლე დროში დაუკავშირდეთ ოპტიმალურ კანდიდატს და სასურველი მომსახურება, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მიიღოთ. რაც მთავარია, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, თითოეული სერვისის ფასი, სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაანგარიშდება. ჩვენი ვებგვერდის დახმარებით აღარ გიწევთ ახლობლების რეკომენდაციებზე დაყრდნობა გადაწყვეტილების მისაღებად. დადებითი და უარყოფითი შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ ნებისმიერი სპეციალისტის შესახებ რეალური მომხმარებლების კომენტარებს დაუყოვნებლივ გაეცნობით. Servisebi.ge კონდინციონერის მონტაჟს/შეკეთებას კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.