ვიწყებ საზაფხულო ჯგუფის შევსებას(ქართული ენა,ლიტერატურა),გავივლით სააბიტურიენტო პროგრამას.სწავლა წარიმართება ონლაინ ფორმატით,ვიმუშავებთ უცხო ტექსტის ანალიზზე,რედაქტირებასა და თხზულების აგების პრინციპებზე..სექტემბრამდე ვიმუშავებთ ასე და სურვილის შემთხვევაში გააგრძელებთ ჩაბარებამდე.წინასწარ დამიკავშირდით და ადგილები დაიკავეთ,ჯგუფში იქნებით სამი-ოთხი მოსწავლე,სწავლა დაიწყება პირველი ივლისიდან,თვეში გადაიხდით 130ლარს და ჩატარდება 8 გაკვეთილი.გისურვებთ წარმატებას!✨
ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.
ყურადღება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. Მოსწავლეებს მოამზადებს კვალიფიციური მოქმედი მასწავლებელი (ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი). გაკვეთილებს მასწავლებელი ჩაატარებს როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილის მიხედვით). Მასწავლებელი მოსწავლეებთან გარდა პროგრამული მასალისა, იმუშავებს: 1). მწერლების გაცნობა 2). ნაწარმოებების წაკითხვა/ანალიზი/მსჯელობა 3). Წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა. 4). ფილმების ანალიზი გაკვეთილები ჩატარდება თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით (ყველა საგანმანათლებლო რესურსს უზრუნველყოფს მასწავლებელი). დაგვირეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე პირადად გაგესაუბრებათ მასწავლებელი.