განათლება

განათლება
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

ბუღალტერიის შესწავლა
eyeნანახი
ბუღალტერიის შესწავლა

ყურადღება, ს ა ზ ა ფ ხ უ ლ ო ა ქ ც ი ა ‼️ იწყება ჯგუფის შევსება,ადგილები შეზღუდულია ‼️ საოცარი შეთავაზება ბუღალტერიის შესწავლის მსურველთათვის-თვეში მხოლოდ 100 ლარად ‼️ ბიზნესისა და სამართლის აკადემია- ბისა : მხოლოდ და მხოლოდ 17 მაისამდე, აქციის პირობებში, გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსს 15 წლიანი გამოცდილების მქონე, მოქმედ,პრაქტიკოსს ბუღალტერთან. კურსი გათვალისწინებულია დამწყები ბუღალტრებისათვის,ფინანსური პროფილის სტუდენტებისათვის,კომპანიის ხელმძღვანელებისათვის,ვისაც სურთ შეისწვალონ ბუღალტერია 0-დან. წარმოგიდგენთ კურსის პირობებს: ✅კურსი ტარდება ონლაინ. ✅კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე, კვირაში 2-ჯერ. ✅ლექციები ჩატარდება სამშაბათს 14 სთ-ზე და პარასკევს 14 სთ-ზე. ✅ 3 თვის განმავლობაში შეისწავლება თეორიული ნაწილი,დაწვრილებით და დეტალურად. ✅ ბოლო 1 თვის განმავლობაში იქნება პრაქტიკული მეცადინეობები და rs.ge-ზე მუშაობა. ✅ბოლო თვე,პრაქტიკის თვეში,ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ ხანგრძლივობით. ✅კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. ✅კურსის მსვლელობისას,ყველა საჭირო,სასწავლო მასალა გადმოგეცემათ ონლაინ ფორმატით(პრეზენტაციებით,ვორდის ან ექსელის ფაილებით) ✅კურსი გაწერილია სილაბუსის მიხედვით.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში

ყურადღება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. Მოსწავლეებს მოამზადებს კვალიფიციური მოქმედი მასწავლებელი (ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი). გაკვეთილებს მასწავლებელი ჩაატარებს როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილის მიხედვით). Მასწავლებელი მოსწავლეებთან გარდა პროგრამული მასალისა, იმუშავებს: 1). მწერლების გაცნობა 2). ნაწარმოებების წაკითხვა/ანალიზი/მსჯელობა 3). Წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა. 4). ფილმების ანალიზი გაკვეთილები ჩატარდება თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით (ყველა საგანმანათლებლო რესურსს უზრუნველყოფს მასწავლებელი). დაგვირეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე პირადად გაგესაუბრებათ მასწავლებელი.

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.