გიფსოკარდონის კედელი

გიფსოკარდონის კედელი წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტურ და გონივრულ გადაწყვეტას შენობების შიდა სივრცეების მოსაწყობად. შედგება სპეციალური ფილებისგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ემაგრება ლითონის ან ხის ჩარჩოს, ან წებოს საშუალებით პირდაპირ ეკვრის კედლის ზედაპირს.
ორივე მეთოდით, იქნება ეს კარკასული თუ უკარკასო, სწორად შესრულებული სამუშოებისას ვიღებთ იდეალურ სიგლუვეს, რომელიც ფარავს დეფექტებს და შესანიშნავად შეესაბამება როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართების მოთხოვნებს.
კედლების მონტაჟი მოითხოვს გარკვეულ უნარ-ჩვევებს, სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია კონსტრუქციის გაკეთება მოხდეს კვალიფიციურ სპეციალისტების მიერ.
გიფსო კარდონის გაკვრა თუ დაგჭირდებათ Servisebi.ge-ზე მარტივად იპოვით სერვისის გამწევი კომპანიებისა თუ კერძო პირების განცხადებებს.
გიფსოკარდონის კედელი
პრო
ვასრულებთ თაბაშირმუყაოს, აბშივკის, ამსტრონგის, პლინტუსების სამუშაოებს!
eyeნანახი
ვასრულებთ თაბაშირმუყაოს, აბშივკის, ამსტრონგის, პლინტუსების სამუშაოებს!

პროფესიონალი 16 წლიანი გამოცდილებით ასრულებს თაბაშირ მუყაოს სამუშაოებს-( კედლებს როგორც მეტასლის ყველანაირი კონსტრუქციით ასევე იაფი გიფსოზე ). ყველანაირი სირთულის ჭერებს -( გიფსოს -ფიგურებით, ამსტრონგის, აბშივკის და უფრო რთული კონსტრუქციით). ვასრულებ ნებისმიერი სირთულის პლინტუსებს ( მდფს, პლასმასის, ხის) სამუშაოებს! ასევე მაქვს დიდი გამოცდილება მაღაზიების მშენებლობაში ისეთი როგორც H&M, Zara, Victoria secret ! ვსაუბრობ ქართულად, ინგლისურად , რუსულად! სერვისით , ხარისხით და მუშაობის სისწრაფით დარჩებით ისეთი კმაყოფილები რომ რეკომენდაციას გაგვიწევთ თქვენ ნაცნობებში!

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
eyeნანახი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 5.ვმუშაობ ფრანგულ გასაჭიმ ჭერებზე(ბარისოლი) 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად

video play icon ვიდეო
ტელეფონი

გიფსოკარდონის ტიხარი

თუ თქვენს საცხოვრებელ ან ბიზნეს ფართში გარკვეული ცვლილებების შეტანა გსურთ, გამოიყენეთ გიფსოკარდონის თაროები და  გიფსოკარდონის ტიხარი, რომლის დახმარებითაც თავიდან აირიდებთ მძიმე სარემონტო სამუშაოებს და შედარებით მარტივად გარდაქმნით სივრცეს.
ამ პროცესს გადატიხვრას უწოდებენ და მისი დახმარებით, შეგვიძლია:
▶ დიდი ოთახი დავყოთ რამდენიმე პატარა ოთახად ან სპეციფიკური დანიშნულების ზონებად, როგორიცაა სამუშაო კუთხე, მოსასვენებელი ადგილი, სასტუმრო ოთახი და ა.შ. 
▶ გამოვათავისუფლოთ სივრცეები და ინტერიერს უფფრო თანამედროვე იერი მივანიჭოთ.
▶ შევქმნათ დეკორატიული გიფსოს თაროები,რაც სივრცეს უფრო ორიგინალურსა და ესთეტიკურს გახდის.

თაბაშირ მუყაოს გარდა, შეგიძლიათ  ლითონის ან ხის თაროებით ოთახის გადატიხვრაც, რასაც თავადაც მარტივად შეძლებთ, Pinterest-ზე შეათავალიერეთ დიზაინები, ხოლო შერჩეულ დიზაინს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ავეჯის ხელოსნები მარტივად დაგიმზადებენ.

გიფსოკარდონის ტიხარი - ბინის ინტერიერის გადაკეთების მარტივი გზა

სტანდარტულად ბინის დაგეგმარება მშენებლობის ეტაპზე ხდება, ამ დროს  თეორიულად ვეცნობით ოთახების განლაგებას, ავეჯის სივრცულ განაწილებას, ფართის გონივრულად ათვისების პრაქტიკულ შესაძლებლობებს, თუმცა ხშირად ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. 
დროთა განმავლობაში, შესაძლოა პრიორიტეტებიც შეგვეცვალოს და თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე პერიოდულად დაგვჭირდეს საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს ფუნქციონალური და ესთეტიკური გარდაქმნა.
ცვლილება თუ ფართის ნაწილს ეხება, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ, რისი განხორციელებაც მძიმე სარემონტო სამუშაოების გარეშეც სავსებით შესაძლებელია.

გიფსოს თაროები ერთ-ერთი პრაქტიკული და ესთეტიკური გზაა, სივრცის გადასატიხრად. ეს დეკორატიული ელემენტი შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი დიდი ოთახი ვიზუალურად რამდენიმე ნაწილად დავყოთ და თითოეულ მათგანს განსხვავებული დანიშნულება მივცეთ.
თაროები იქმნება გიფსოკარდონის ფილებისგან და შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დიზაინი - მარტივი, რთული გეომეტრიული ფორმებით, ღია დახურული თაროებით. იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობებს - შეგიძლიათ შეარჩიოთ მათი ფორმა, ზომა, ფერი და ფაქტურა ისე, რომ სრულად შეესაბამებოდეს არსებული ინტერიერის სტილს, ხოლო თაროებზე განათავსოთ დეკორატიული ნივთები, წიგნები, მცენარეები და სხვა აქსესუარები, რაც სივრცეს უფრო ცოცხალს, ლამაზსა და კომფორტულს გახდის.
მონტაჟი რთული არ არის, თუმცა მაინც მოითხოვს სპეციფიურ უნარ-ჩვევებს, დრელისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებას, ამიტომ გირჩევთ გიფსოს ხელოსანი გამოიძახოთ და მას მიანდოთ კონსტრუქციის აგება.

გიფსოკარდონის ტიხარი შედარებით უფრო კომპლექსური დასამუშავებელია,მოითხოვს სპეციალურ სამუშაო იარაღების ჩართულობას: როგორიცაა თარაზო, შპატელი და შვეული.
ზედა და საყრდენი ფილების მიმაგრებას, ლითონის ან ხის პროფილები (საყრდენები) უნდა დამაგრდეს ჭერსა და იატაკზე უკვე არსებული კედლების გასწვრივ. ისინი წარმოადგენენ მომავალი კონსტრუქციის საყრდენს. სპეციფიურია გიფოს ფილის გაკვრაც, რასაც სჭირდება ცოდნა და გამოცდილებაც. 
გირჩევთ, პროცესის წარმართვა მიანდოთ გამოცდილ პროფესიონალებს, ვინც იცის შესასრულებელი საქმის ყველა ეტაპი.
მათ მოძიებას Servisebi.ge გაგიადვილებთ.
ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეარჩიეთ განცადებები თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის სერვისის შესახებ, დაუკავშირდით სპეციალისტს და მიიღეთ სრულყოფილი მომსახურება კონსულტაციით დაწყებული-გაკვრით დასრულებული.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq