სწავლა

სწავლა
პრო
ხატვის, ძერწვის, ანიმაციის და გადასაღები პანოს აწყობის შესწავლა
ხატვის, ძერწვის, ანიმაციის და გადასაღები პანოს აწყობის შესწავლა

ვისაც გსურთ ხატვის(როგორც ტრადიციული ასევე პლანშეტზე) ძერწვის და თქვენივე შექმნილი გმირის ანიმირების შესწავლა. ამ პროცესიდან შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება, რადგან მიდგომა და შემოქმედებითი სტილი შეირჩევა სურვილის მიხედვით, ინდივიდუალურად და რაც მთავარია დაეუფლებით პროფესიას. ნიმუშის სახით ვურთავ ნაწყვეტებს რგოლებიდან (ასევე იხილე ბმული ქვემოთ) ასევე ვურთავ მოწაფის ნახატებს რომლებიც უკვე წარმატებით გამოიფინება გალერიებში. https://exit-cinema.com/ ასაკი შეზღუდული არ არის. კვირაში 2 გაკვ. - 100ლ

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
ხატვის ონლაინ კურსები მოყვარულებისთვის
eyeნანახი
ხატვის ონლაინ კურსები მოყვარულებისთვის

გთავაზობთ ხატვის ონლაინ სამოყვარულო კურსებს. ასაკი შეზღუდული არ არის. გვაქვს ორი სახის კურსი. N1 კურსზე არის ერთჯერადი გადასახადი, N2 კურსზე ყოველთვიური. ორივე შემთხვევაში ნახატი გრძელდება სრულ დასრულებამდე, შემდეგ გადავდივართ ახალ ნახატზე. ხატვისთვის საჭირო მასალები: ზეთის საღებავი, ტილო,უბრალო ფანქარი, საშლელი, სახაზავი, ფორმატი. კურსი N1. ერთი ნახატის ღირებულება 50 ლარი. კურსი გრძელდება ნახატის სრულ დასრულებამდე. სწავლება: კვირაში 2 დღე, კვირა და ორშაბათი 20:00 სთ. ხანგრძლივობა: 1 საათი. კურსი N2 ზოგადი ხატვის კურსი. განსაზღვრული არ არის ერთი ნახატისთვის საჭირო ვადა, თვიური გადასახადი 25 ლარი. პ.ს . ორივე კურსზე ხატვის სწავლების პრონციპი არის ერთი, განსხვავება არის გადასახადებში და კვირაში გაკვეთილის რაოდენობაზე. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე

video play icon ვიდეო
მათემატიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
მათემატიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
eyeნანახი
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.