ბინაში გაყვანილობა რემონტის ყველაზე საყურადღებო ეტაპია, რადგან რაც არ უნდა ბევრი თანხები გაიღოთ მოსაპირკეთებელ მასალებზე, გაუმართავი გაყვანილობის შემთხვევაში მისი მექანიკური დაზიანება არ აგცდებათ. ბინაში გაყვანილობა ისეთი ძვირი არ ღირს, როგორც კერძო სახლში, რადგან აქ დეველოპერს საცხოვრებლის შიგნით ხაზი გაყვანილი აქვს. თავდაპირველად საჭიროა სქემის შედგენა, საჭირო მასალების რაოდენობის გაანგარიშება, კედლების მარკირება, შეერთების ყუთების მონტაჟი. დღესდღეობით, ბინაში გაყვანილობა ფარული გზით ხდება. თუ გაყვანილობა ხარისხიანი მასალებით გსურთ დაამონტაჟოთ და კვალიფიციურ სპეციალისტს ეძებთ, მაშინ ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ოსტატებს გაეცანით.
ფასი დამოკიდებულია იმაზე რა ფართს ფლობთ და როგორი ხარისხის მასალების გამოყენებას აპირებთ. სჯობს ელექტრო გაყვანილობისას თანხა არ დაზოგოთ, რათა სისტემებით უხარვეზოდ სარგებლობა შეძლოთ.
რას მოიცავს კორპუსში ელექტრო გაყვანილობა?
კორპუსში ელექტრო გაყვანილობა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებისა და სადარბაზოების ელექტროენერგიით მომარაგებას გულისხმობს. ამაში შედის მრიცხველების მონტაჟი, დაქსელვა, სენსორული განათებების დაყენება და სხვა.
როგორ დავუკავშირდე ელექტრო გაყვანილობის გამოცდილ ხელოსანს?
Servisebi.ge-ზე მრავალპროფილური მომსახურების მიღება სერტიფიცირებული სპეციალისტებისგან შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს, ყურადღება გაამახვილოთ რეიტინგებზე და სასურველი ოსტატი ამის შემდგომ შეარჩიოთ.