fb

დისკების გასწორება

დისკების გასწორება საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია, რომლის მიღებამდეც მნიშვნელოვანია იცნობდეთ ბორბლების სხვადასხვა ტიპს. ფოლადის ბორბლები ყველაზე ბიუჯეტური და გავრცელებულია, რომლის შეკეთებაც შედარებით მარტივია. ალუმინის დისკები ალუმინის შენადნობებისგან მზადდება და ის გაცილებით უფრო ძვირია, თუმცა მრავალფეროვანი დიზაინის გამო მძღოლებში გაცილებით უფრო პოპულარულია. 
ფოლადის დისკები საკმაოდ მძიმეა. ბორდიურზე დარტყმისას ან ორმოში ჩავარდნისას ასეთი დისკები დეფორმირდება თუმცა არ სკდება. გვერდები ძირითადად იღუნება, რომლის აღსადგენადაც პროფესიონალი სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია. 
დისკების გასწორება

დისკების აღდგენა

დისკების აღდგენა მოიცავს სპეციალურ მოწყობილობაზე ავტომობილის დისკის დამონტაჟებას (როდესაც ლილვაკების სისტემა მჭიდროდ აჭერს დისკის გვერდებს და იწყება როტაცია). ამ დროს აღდგება გეომეტრია და სწორდება დისკიც. 
ალუმინის დისკზე ზემოქმედებისას ის შეიძლება მოიხაროს ან გაიბზაროს. მისი დეფორმაცია შესაძლოა იყოს სამი სახის:
  • რადიალური გადაადგილება;
  • ღერძული გადაადგილება;
  • შერეული გადაადგილება;

დისკის დეფორმაციის დროს მანქანის მართვა რეკომენდებული არ არის. ეს გავლენას ახდენს საბურავების დაჩქარებულ ცვეთაზე და მანქანის საკიდარის არასწორ მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, პრობლემის უგულებელყოფა არ ღირს და ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ სპეციალისტებთან დაკავშირებას დროულად გირჩევთ.