fb

ამსტრონგის ჭერის მონტაჟი

ამსტრონგის ჭერის მონტაჟი საკმაოდ მოკლე დროში ხდება,
მასალებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია, ეს ყოველივე კი ამ ტიპის ჭერს ტრენდულ და მოთხოვნად ინტერიერის ელემენტად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ჭერს ნაცვლად საცხოვრებელი სივრცეებისა უფრო მეტად კომერციულ და ბიზნეს ფართებში შეხვდებით, ისეთ ობიექტებზე როგორიცაა:
▶ ოფისები
▶ საავადმყოფოები
▶ აუზები
▶ საწყობები
▶ სასტუმროები
▶ სკოლები
▶ საბავშვო ბაღები
დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება მასალის შერჩევაც, მაგალითად: ძლიერ ნესტიან ადგილებში, როგორიცაა აუზები და საწყობები, ძირითადად მონტაჟდება ნესტგამძლე ფილები.
აკუსტიკურ ფილებს იყენებენ სასტუმროებსა და საკონცერტო დარბაზებში, ასევე სამხატვრო და სხვა ტიპის გალერეაში.
კვალიფიციური ამსტრონგის ჭერის ხელოსანი დაგაკვალიანებთ ყოველ დეტალზე, სივრცის მიხედვით თუ რა ტიპის მასალა სჯობს, როგორი დიზაინი და დაგეხმარებათ შექმნათ კომფორტული საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო.
ამსტრონგის ჭერის მონტაჟი

ამსტრონგის ჭერი - მასალის შერჩევა და ტექნიკური მახასიათებლები

ამსტრონგის ჭერი საკმაოდ მოთხოვნადი არჩევანია კომერციულ ფართებსა და ბიზნეს ობიექტებზე, ნაკლებად შეხვდებით საცხოვრებელ სივრცეებში, თუმცა ყოველივე გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ ამ ტიპის ჭერის ბინასა და სახლში მონტაჟი გსურთ, არჩევანი თქვენზეა.
ქართულ ბაზარზე მასალის საკმოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ისინი ერთმანეთისგან ფუნქციით, ხარისხით, ფასითა და სხვა მახასიათებლით განსხვავდება.
გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რაც დაგეხმარებათ მასალის შერჩევაში.
ამსტრონგის ფილებს აქვთ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც განისაზღვრება მათი დანიშნულებით.
პირველ რიგში, განვიხილოთ მასალის ტექნიკური მახასიათებლები:
  • ნესტგამძლე ფილები  - გამოიყენება იმ შენობებში, სადაც მაღალია ნესტიანობა, მაგალითად:აუზები, სასაწყობე ფართები და ა.შ  მასალა მზადდება ისეთი ნივთიერებისგან, რაც უმკლავდება ნესტის პრობლემას.
  • ხმაგაუმტარი აკუსტიკური ფილები - დამზადებულია მასალისგან, რომელიც ხელს უშლის ხმის ტალღების გავრცელებას, რეკომედირებულია ისეთ სივრცეებში სადაც მაღალია ხმაურის დონე, მაგალითად სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, საკონცერტო დარბაზებში და ა.შ
  • ჰიგიენური ფილები - ამ ტიპის ფილებით მოპირკეთებული ჭერი გათვალისწინებულია ისეთი დაწესებულებებისთვის როგორიცაა საავადმყოფოები, ბაღებიმ, კვების ობიექტები და სხვა. 
  • ცეცხლგამძლე ფილები - შეიცავს სპეციალურ საღებავებსა და კომპონენტებს, რომლებიც აფერხებს ცეცხლის გავრცელებას კონკრეტულ არეალზე. განკუთვნილია იმ ობიექტებზე სამონტაჟოდ სადაც მაღალია ხანძრის ალბათობა.

ჩამოთვლილთაგან, თქვენი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ ის კონკრეტული, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება სივრცის მოთხოვნებს, თუ დამოუკიდებლად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ნუ ენდობით იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც არ აქვთ ამ სფეროში გამოცდილება, რადგან შეიძლება კონკრეტული მასალა მათთვის და თქვენთვისაც მისაღები იყოს, ხოლო  ინტერიერისთვის კი - შეუსაბამო.
დაიხმარეთ ამსტრონგის ჭერის ხელოსანი. მათ ჩვენი პლატფორმის საშუალებით იპოვით, დაუკავშირდებით და გაივლით კონსულტაციას ყველა საჭირო დეტალზე.

ამსტრონგის ჭერის ხელოსანი

ამსტრონგის ჭერის ხელოსანი არის პროფესიონალი, ვინც ზედმიწევნით იცის ყოველი პროცედურა ჭერის სწორად მონტაჟისთვის და მათი ჩართულობით შეძლებთ მასალის უსაფრთხოდ ინსტალაციას.
ამსტრონგის ფილები ხშირ შემთხვევაში თხელი ფირფიტებია და მონტაჟის დროს, რომ არ დაზიანდეს  სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილით მოპრყობა.
ასევე, სწორად უნდა აიგოს ლითონის კარკასი, რომელშიც შემდგომ ჩაჯდება ეს ფილები და ეს ეტაპიც განსაკუთრებით საყურადღებოა.
ხშირად ამსტრონგის ჭერში უნდა ჩაიდგას განათების ფარები, ვენტილაციის ხვრელები და სხვა დამატებითი კომპონენტები, რაც ასევე მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას, უმეტესად ამ პროცესს ხელოსანი ასრულებს ხოლმე, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ელექტრიკოსის ჩართულობა.
საჭიროების შემთხვევაში, Servisebi.ge-დან შეძლებთ როგორც ელექტრიკის, ასევე ჭერის ხელოსნის გამოძახებას.
 
სულ 1 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq