fb

მანქანის კონდიციონერის დატუმბვა

მანქანის კონდიციონერის დატუმბვა მისი რეგულარული მოვლის ნაწილია. იმის მიუხედავად რომ ეს დახურული სისტემაა ფრეონის გაჟონვა მაინც ხდება. ექსპერტების აზრით კონდიციონერის დატუმბვა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული, იმ შემთხვევაში თუ სისტემის ეფექტურობა არ დაქვეითებულა.
თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ზუსტად რამდენი ფრეონია საჭირო თქვენი მანქანის მოდელისთვის კაპოტის ქვეშ არსებული სტიკერის საშუალებით. მასში მითითებულია ფრეონის ტიპი, ნომინალური მასა გრამებში და ზეთის საჭირო რაოდენობა. ამ ინფორმაციის მოძიება მანქანის დოკუმენტაციაში და დილერების საშუალებითაც შესაძლებელია. 

 
მანქანის კონდიციონერის დატუმბვა