რეპეტიტორი

რეპეტიტორი
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება
4.9
| 14 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე სტუდენტებს და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი საშუალოდ 20-25 ლარი დისტანციურად 1 საათი 15-20 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 160-200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. სურვილისამებრ მოსწავლეებს ვამეცადინებ ზაფხულშიც. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი ჩაირიცხა ჯავახიშვილში, 2023 წელს სხვა მოსწავლე კოლეჯში, ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს I-V კლასის ჩათვლით. სურვილისამებრ, როგორც კონკრეტულად ერთ საგანში, ასევე დავეხმარები საშინაო დავალებების მომზადებაში ყველა საგანში. ✅ვამზადებ ბინაზე მისვლით. ✅ცოტა რამ ჩემს შესახებ- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიაზე, მაღალი აკადემიური მოსწრებით.ასევე, დამატებით გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას. ✅მაქვს გამოცდილება 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლესთან. ✅ორიენტირებული ვარ მივაღწიო სათანადო მიზანს სრულყოფილად. ✅კარგად ვუგებ ბავშვებს და მათთან ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. ⭕დეტალები, განრიგი და ფასი შეთანხმებით.

მომზადება გერმანულ ენაში
eyeნანახი
მომზადება გერმანულ ენაში

✓ მოვამზადებ გერმანულ ენაში A1-A2-B1-B2-C1 დონეზე მომზადების ქართულენოვან და ინგლისურენოვან ნებისმიერ მსურველს; ✓ სასერტიფიკატო გამოცდებისთვის: გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი (Goethe Zertifikat), ÖSD (Das Österreichische Sprachdiplom), TLC (Telc). ✓ მოკლედ ჩემს შესახებ: • განათლებით ვარ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, (გერმანისტი); • ვფლობ გოეთეს ინსტიტუტის ენის სერთიფიკატს; •აღნიშნულ სფეროში მაქვს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. • ვცხოვრობდი გერმანიაში. • მაქვს გერმანელებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ენის პრაქტიკა. ~ ვივარჯიშებთ ენის შესწავლის ოთხ ძირითად ასპექტში: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. ~ ყოველთვის ვგეგმავ გაკვეთილებს კონკრეტული სტუდენტის მიხედვით. ჩვენი ფოკუსირება დიდწილად იქნება დამოკიდებული სტუდენტის საჭიროებებსა და მიზნებზე, რომელსაც დასაწყისში დავსახავთ მასთან ერთად. • ორიენტირებული ვარ პროფესიულ თვითგანვითარებაზე, პროდუქტიულ მუშაობაზე, ხარისხსა და შედეგზე. ✓ ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები Zoom-ის საშუალებით (ერთ სტუდენტი)- ხანგრძლივობა: 60 წთ. რაოდენობა: 8 გაკვეთილი ღირებულება: 200 ლარი ✓ პირველი, (საცდელი) 30 წუთიანი გაკვეთილის ღირებულება სიმბოლურად 10 ლარი. ✓ შესაძლებელია ონლაინ მეცადინეობა.

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.