მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი
ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე სტუდენტებს და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი საშუალოდ 20-25 ლარი დისტანციურად 1 საათი 15-20 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 160-200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. სურვილისამებრ მოსწავლეებს ვამეცადინებ ზაფხულშიც. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი ჩაირიცხა ჯავახიშვილში, 2023 წელს სხვა მოსწავლე კოლეჯში, ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !
მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი
სერთიფიკატი ადასტურებს, რომ გავლილი მაქვს 5 საათიანი ტრენინგი მათემატიკის პედაგოგთა ტრენერთან მათემატიკაში თიკა ალიმბარაშვილთან, რომელიც თიკას მათემატიკის დამფუძნებელი დირექტორია და ასევე ,,პერსონა" - 2022 ის ტიტულითაა დაჯილდოვებული, პედაგოგთა ტრენერს თიკას აქვს სერთიფიკატების გაცემის უფლების ოფიციალური საბუთი, რომელიც განათლების სფეროში არის რეგისტრირებული. მადლობა ჩემს პედაგოგსა და ტრენერს
იდეალურია და ყველას გირჩევთ, ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია
ძალიან კმაყოფილი ვართ, გიორგი ძალიან მოწესრიგებული და თავის საქმეზე ორიენტირებული ადამიანია
ძალიან კარგი მასწავლებელია, ყველაფერს კარგად მიხსნის და სამეცადინოსაც კარგად, ზომიერად მაძლევს
ვემზადები უკვე 2 წელია, გიორგი მასწავლებლის დახმარებით, ძალიან კარგი შედეგები მაქვს. არის ისეთი მასწავლებელი, რომელიც მარტივად აგიხსნის მასალას, არის პასუხისმგებლიანი, მეგობრულიც და სწავლაში მომთხოვნი.
გიორგი არის, ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია მარტივად გაუზიაროს საკუთარი ცოდნა მოსწავლეებს, მოქნილია გრაფიკის და სიტუაციების მიმართ, ონლაინ გაკვეთილის ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს და ერთნაირად შედეგიანია როგორც ონლაინ ისე ადგილზე ჩატარებული გაკვეთილები.