fb

სანტექნიკი - santeqniki

არსებობს მთელი რიგი სიტუაციები, როდესაც სანტექნიკი-santeqniki აუცილებლად უნდა გამოიძახოთ, მაგალითად:
  • ბინაში არ არის წყლის მილების დაქსელვა გაკეთებული (ძირითადად ახალ შენობებს ეხება);
  • საჭიროა ძველი ამორტიზებული მილების შეცვლა, ან შეკეთება;
  • მილსადენის მონაკვეთზე წყალი ჟონავს;
  • წყლის მიწოდების სისტემაში ბლოკირება გამოვლინდა;
  • საჭიროა სანტექნიკის მოწყობილობების შეცვლა: აბაზანა, უნიტაზი, ნიჟარა;
უამრავი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა შეუძლებელია. გამოცდილი სპეციალისტი სამუშაოს ბევრად სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. 
სანტექნიკის მუშაობის სპექტრი საკმაოდ ფართოა. იგი მოიცავს ყველა მოწყობილობის მოვლას, რომელშიც წყალი გადის. საერთო ჯამში რამოდენიმე სახის სანტექნიკური სერვისი არსებობს:
  • ტუალეტების, ნიჟარების, აბაზანების, საშხაპე კაბინების, ონკანების, მონტაჟი/შეკეთება;
  • წყლის გამაცხელებლის, სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება;
  • ცხელი და ცივი წყლის ნაკადის კონტროლისთვის განკუთვნილი მოწყობილობების დაყენება;
  • მილების გაყვანა/დაქსელვა;
წყალგაყვანილობის სისტემები ყველა საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა განახორციელოს სამუშაოები. დილეტანტური მიდგომა მომავალში გაზრდის თქვენს ხარჯებს და დამატებით დისკომფორტს შეგიქმნით. 
სანტექნიკი გამოძახებით თბილისში ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ დაიქირავოთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს, წაიკითხოთ რეალური შეფასებები და ოსტატს სერვისის პირობებზე შეუთანხმდეთ. 
სანტექნიკის ფასები ფიქსირებული არ არის, გასაუბრების შემდეგ მოხდება ფასის დაანგარიშება. 

სანტექნიკი - santeqniki
პრო
წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა, შეკრთება
eyeნანახი
წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა, შეკრთება
5.0
| 7 შეფასება

გამოცდილი და სანდო სანტექნიკების ჯგუფის დახმარება. დიაგნოსტიკაში შედის ყველანაირი მილგაყვანილობის შემოწმება რაც თქვენს ბინაშია. რაც მთავარია ამ ქალაქში ვმუშაობთ და ტრლეფონს არავინ გაგითიშავთ სრული პასუხისმგებლობით ვმუშაობთ. 1)დიაგნოსტიკა თერმო კამერა, ვიდეო კამერა შემოწმება სრული პაკეტით.( ჩვენთან არ პოვნის შემთხვევაში ფულს არ იხდით ნუ მოტყუვდებით და ნუ გადაიხდით ტყუილად ფულს) 2) სანტექნიკური სამუშაოები ძველი ჩუგუნის მილებთან მუშაობის გამოცდილება 3) გათბობა, გაგრილება 4) საკანალიზაციო მილის გაწმენდა ( სურვილის შემთხვევაში ვიდეო თვალით შემოწმება) 5) დაზიანებულის შეკეთება მინიმალური დანგრევით

ტელეფონი

ოჯახის სანტექნიკი

ოჯახის სანტექნიკი არის სპეციალისტი, რომელიც ამონტაჟებს და არემონტებს წყალგაყვანილობის სისტემებს. ხშირად ადამიანები მას მიმართავენ გაჟონვის აღმოსაფხვრელად და გაჭედილი მილის გასაწმენდად. ასევე შემრევების, ონკანების, რადიატორებისა და სხვა მოწყობილობების დასამონტაჟებლად. 
სანტექნიკოსები ნებისმიერი ტიპის მრავალბინიან სახლებს ემსახურებიან. მათ შეგიძლიათ მიმართოთ სხვადასხვა სერვისის მიღების მიზნით:
  • ძველი სანტექნიკის დემონტაჟი;
  • გაუმართავი მოწყობილობების შეკეთება;
  • ახალი სანტექნიკის დამონტაჟება კომუნალურ ქსელებთან მიერთებით;
  • წყალგაყვანილობის სისტემის დამონტაჟება;
სპეციალისტი დიაგნოსტიკის ეტაპზე დაგეხმარებათ გაიგოთ არსებული სიტუაციის მიზეზები და სწრაფად მოაგვაროთ სანტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა. სანტექნიკმა კარგად იცის როგორ მუშაობს წყალგაყვანილობის სისტემა ნებისმიერი ტიპის შენობებში (კერძო სახლი, აგარაკი, ოფისი თუ ბინა). სამუშაოს ღირებულების დასადგენად გამოძახებული სპეციალისტი ადგენს პრობლემის მიზეზს და მისი მოგვარების საუკეთესო გზას. სერვისის ფასი დამოკიდებულია:
  • სამუშაოს სირთულესა და მოცულობაზე;
  • სახარჯო მასალების ფასზე;
  • დაზიანების ტიპზე;
  • მომსახურების სახეობაზე (მონტაჟი, დემონტაჟი, ნაწილის შეცვლა/შეკეთება);
  • სანტექნიკის მოწყობილობების მოდელი;
სპეციალისტის გამოძახების რამოდენიმე უპირატესობა არსებობს:
  • სანტექნიკი ონკანის დაყენებას სწორად შეძლებს (დამაგრების ტიპის და მუშაობის პრინციპის მიუხედავად);
  • სწრაფად დააკავშირებს სარეცხ მანქანას წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემასთან;
  • გაგიწევთ რეკომენდაციას შესაძენი მასალების შესახებ, ასევე სარეცხი მანქანის დამონტაჟების უკეთეს ვარიანტებს შემოგთავაზებთ;
სანტექნიკის 24 საათიანი მომსახურება ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ.