fb

ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის

ეძებთ ინგლისურის გაკვეთილებს დამწყებთათვის?   ჩვენს ვებგვერდზე გამოცდილ და მეგობრულ ინგლისური ენის მასწავლებლებს ნახავთ, ვინც თქვენს პირველ საფეხურებს სწავლის პროცესში საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის. 
ინგლისურის სწავლება მარტივი დავალებებით იწყება, სწავლობთ:
  1. მისალმებას და გაცნობას,
  2. ანბანს და მის გამოთქმას
  3. ციფრებს და დათვლას
  4. ძირითად ლექსიკას
  5. საერთო ფრაზებს და გამონათქვამებს
  6. მარტივ გრამატიკულ სტრუქტურებს
  7. ყოველდღიური საქმიანობის ამსახველ წინადადებებს
  8. დროს და თარიღებს
  9. ძირითად კითხვას და წერას.
ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის საკმაოდ მრავალლფეროვანი და სასიამოვნოა.  აირჩიეთ სწავლება თამაშების, სიმღერებისა და ინტერაქციული აქტივობების საშუალებით.
გახსოვდეთ, პროგრესი თანმიმდევრულად, სწავლასთან ერთად მოვა, რომელსაც ხელს შეუწყობს თქვენი შერჩეული პედაგოგი. 
ინგლისური ენის გაკვეთილებს ნულიდან გთავაზობენ როგორც სასწავლო ცენტრები, ასევე კერძო რეპეტიტორები, სპეციალურად შედგენილი პროგრამებით,  სწავლების ტემპი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. ისიამოვნეთ სასწავლო პროცესით და შეისწავლეთ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ენა  თქვენი წარმატებისთვის!
ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
eyeნანახი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
| 1 შეფასება

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ონლაინ მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ინგლისურში. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. 8 გაკვეთილის ფასია 200 ლარი. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა ერთი საათი (თუ საჭირო იყო უფრო მეტ დროსაც დავუთმობთ). პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. დამიკავშირდით ვოთსაფზე ან ვაიბერზე. P.S.ვამზადებ მხოლოდ ონლაინ,მყავს მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან(თურქეთი,Გერმანია,ნორვეგია,იტალია,საბერძნეთი და ა.შ.) და შესაბამისად ონლაინ ფორმატი უფრო მოსახერხებელია,თან მეცადინეობები ინდივიდუალურად მიმდინარეობს თითოეულ მოსწავლესთან, ყოველი მეცადინეობის შემდეგ გეგზავნებათ შესაბამისი, თქვენს დონეზე მორგებული მასალა, როგორც გრამატიკის მასალა, ასევე ახალი სიტყვების თარგმანი, ადაპტირებული ინგლისურენოვანი წიგნები, მოსასმენები და ა.შ. თუ ახალი მასალის სწავლის შემდეგ რამეს ვერ გაიგებთ, ყოველ გაკვეთილზე დეტალურად გავარჩევთ გაუგებარ საკითხს და ასეთი მიდგომით მოკლე დროში ძაან კარგ შედეგს დადებთ.

ტელეფონი
პრო
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური
eyeნანახი
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური

ემზადებით ამერიკაში გასაგმგზავრებლად? ჩემი კურსი გთავაზობთ ყოველდღიური სასაუბრო ენის პრაქტიკას, მოსაწყენი გრამატიკის წიგნების გამოტოვებით. თანამედროვე, დაჩქარებული მეთოდით, გაივლით მხოლოდ High-frequency words (ხშირად გამოყენებულ სიტყვებს) რისგანაც შედგება ტიპიური ამერიკული დღე. . გასწავლით როგორ შეაკავშიროთ ახალი სიტყვები ერთიმეორეზე, ისე რომ, ჟღერდეთ ბუნებრივად და გასაგებად. ასევე გასწავლით მხოლოდ basic (ელემენტარულ) გრამატიკას, უშუალოდ ისტორიებიდან და რეალური დიალოგებიდან და არა ძველმოდური ტექსბუქებიდან, შექსპირის დროინდელი სიტყვებით რომ არის ხოლმე სავსე. სწავლების მეთოდი არის ინოვაციური, ძირითადად მარტო ხართ, სწავლობთ ინტენსიურად და იღებთ მაღალ პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მაქსიმუმს ჩადებთ ამ საქმეში. მე ვიქნები კურსის ხელმძღვანელი და მხოლოდ მითითებებს მიიღებთ ჩემგან, რომ იცოდეთ რა დროს რა გააკეთოთ. და ასევე, რასაკვირველია რთულ მომენტებშიც მუდამ მოგეხმარებით ყველაფრის ახსნაში. კურსი დასრულებული სახით იყიდება და არ მოითხოვს დამატებით მასწავლებლებს. ერთჯერადად იხდით 250 ლარს, გიგზავნით მთელს მასალას (რომლის გავლასაც, სულ მცირე 6 თვე სჭირდება) თუმცა, გადარბენაზე თუ ხართ, უფრო ჩქარაც შეგვიძლია. რეალურად, გამოდის, რომ თვეში, სადღაც 40 ლარამდე ხარჯავთ. კლასიკური მეთოდი არაეფექტურია, რადგან როცა მასწავლებელს იყვან, მასწავლებელია აქტიურ როლში და სტუდენტი - პასიურში. მასწავლებელი ხსნის, ქაქანებს, ლაპარაკობს, შეკითხვებს სვამს, სტუდენტი კი დუმს და იწერს ახალ რაღაცეებს. . რეალური შემეცნება მოითხოვს აგრესიულ ინტელექტს. სადაც თვითონ სტუდენტი არის მთავარ როლში.

video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ტელეფონი
პრო
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
მომზადება ინგლისურში
მომზადება ინგლისურში

დროა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენის-ინგლისურის შესწავლა! ✅ვამზადებ ინგლისურში თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით, რაც მოიცავს როგორც წერითი და კითხვითი უნარ-ჩვევების განვითარებას ასევე მოსასმენი და სალაპარაკო ინგლისურის დახვეწასაც. ✅ვარ სერთიფიცირებული ინგლისურ ენაში კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატით,მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება. ✅მე-7კლასის ზემოთ მოსწავლეთა მომზადება მე-11 კლასამდე ჯგუფში (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 2-ს არ აღემატება) 100ლარი, აბიტურიენტების მომზადება -150 ლარი, ინდივიდუალური გაკვეთილები- 150 ლარი, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება -150ლარი . ✅მეცადინეობები ტარდება როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად(ორი ადამიანი), თვეში გაკვეთილების რაოდენობა -8 გაკვეთილი,გაკვეთილის ხანგრძლივობა 1:30 წუთი. ✅მეცადინეობები ტარდება გლდანში,ახმეტელის მეტროდან 5წუთის სავალზე.

ინგლისურის გაკვეთილები
ინგლისურის გაკვეთილები

ვატარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. დაგეხმარებით გრამატიკის შესწავლაში, ლექსიკონის გაღრმავებასა და ასევე "სალაპარაკო" ინგლისურის დახვეწაში. ვსწავლობ უნგრეთში, Eotvos Lorand University-ში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით. დავამთავრე კომაროვის სკოლა მედალზე და ვსწავლობდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც, 100%იანი გრანტით. ვფლობ ინგლისურ ენას C1 დონეზე (მაქვს საერთაშორისო ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები). მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ჩემი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გაკვეთილებს ჩავატარებ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან: Whatsapp - +36202221814 ან მომწერეთ სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/ardashelializi

ინგლისური ენა დამწყებთათვის

ინგლისური  ენა დამწყებთათვის სასურველ მასწავლებელთან ან სასწავლო ცენტრთან შეგიძლიათ ერთ სივრცეში მოიძიოთ.   Servisebi.ge გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ ინგლისურის სწავლა ნულიდან სასურველ პედაგოგთან.   შეარჩიეთ მეგობრული და პროფესიონალი მასწავლებლები ვებგევრდიდან და დაიწყეთ საოცარი მოგზაურობა შესაძლებლობების სამყაროში.
ინგლისური ენა ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში, მისი სწავლით გეძლევათ შესაძლებლობა გაიზარდოთ კარიერულად და პიროვნულად, შეძლოთ ქვეყნის გარეთ გასვლა და ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებთან.
იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ, საჭიროა მოიძოთ სასურველი მასწავლებელი ან სასწავლო ცენტრი, რომელიც შემოგთავაზებთ პროგრამას  ინგლისური ენა დამწყებთათვის.
 სასწავლო კურსები შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ინგლისურის შესწავლას და მოიცავს იმ სასწავლო მასალებს, რომლებიც საჭიროა ინგლისურის საფუძვლების შესაქმნელად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მსგავსი ინგლისურის კურსები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს ინტერესებზე და გამდიდრებულია მრავალფეროვანი სასწავლო მასალით ინგლისურის სწრაფად და მარტივად შესასწავლად.