fb

​ინგლისურის კურსები თბილისი

ინგლისურის კურსები თბილისში თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ლოკაციაზე შეგიძლიათ მოიძოთ.  ჩვენს ვებგევრდზე  თბილისის ფაქტობრივად ყველა უბნის შეთავაზებაა განთავსებული, იქნება ეს  ვარკეთილი, დიღომი, ვაკე, საბურთალო თუ გლდანი.
მათთვის ვისთვისაც სპეციალურად შემუშავებული პროგრამები, ვადებზე გათვლილი მასალა და თანამედროვე მეთოდებია მისაღები, შეუძლიათ ინგლისურის კურსები თბილისში მისთვის ხელსაყრელი მდებარეობით, საცხოვრებელ სახლთან ან სამსახურთან ახლოს შეარჩიონ.

კურსები ძირითადად დაყოფილია სასწავლო დონეებად და სპეციალიზირებულ კურსებად, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მათთვის მისაღებ პროგრამაში ჩაერთონ. მიღება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე ხდება,  პროგრამის დასრულებისას კი, შეთანხმების  საფუძველზე გაიცემა ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
​ინგლისურის კურსები თბილისი
პრო
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL
eyeნანახი
ინგლისური/ზოგადი/აბიტურიენტები/TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია რაც ვასწავლი ინგლისურს, განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

ტელეფონი
პრო
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
eyeნანახი
უკვე დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
5.0
| 15 შეფასება

არსებობს უამრავი სასწავლო პროგრამა, რეპეტიტორი და მეთოდიკა. ხშირ შემთხვევაში 3 ვარიანტია: 1.სასწავლო კურსი ზედმეტად აკადემიური და გაწერილია, შესაბამისად მოსაწყენი 2.აქცენტი ენის მარტივ კომპონენტებზეა გამახვილებული (მეტყველება და მოსმენა), წერა, კითხვა და სხვა ასპექტები კი უგულვებელყოფილი. სილაბუსი ხშირად არც არსებობს (სად ვართ და სად უნდა მივიდეთ). 3. ჯგუფები ზედმეტად დიდია,ამიტომ ვერ ხერხდება ინდივიდუალური მიდგომის რეალიზება. რას გთავაზობთ მე? ✅ თქვენს საჭიროებებზე, მოთხოვნებზე მორგებულ, საინტერესო და პრაქტიკულ ონლაინ გაკვეთილებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური) საშინაო დავალებების გარეშე; ✅აკადემიურ მიდგომას, გაწერილ სასწავლო გეგმას და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, როგორებიცაა PPP, ESA, TTT, CAP, The Task-Cycle, Dogme და ა.შ., რაც უშუალოდ თქვენზე ადაპტირდება და არ გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ✅ გაკვეთილები ტარდება ონლაინ, შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში)

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ტელეფონი
პრო
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
eyeნანახი
ვამზადებ ინგლისურში ონლაინ
5.0
| 1 შეფასება

მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ონლაინ მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მსურველს ინგლისურში. სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. 8 გაკვეთილის ფასია 200 ლარი. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობაა ერთი საათი (თუ საჭირო იყო უფრო მეტ დროსაც დავუთმობთ). პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. დამიკავშირდით ვოთსაფზე ან ვაიბერზე. P.S.ვამზადებ მხოლოდ ონლაინ,მყავს მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან(თურქეთი,Გერმანია,ნორვეგია,იტალია,საბერძნეთი და ა.შ.) და შესაბამისად ონლაინ ფორმატი უფრო მოსახერხებელია,თან მეცადინეობები ინდივიდუალურად მიმდინარეობს თითოეულ მოსწავლესთან, ყოველი მეცადინეობის შემდეგ გეგზავნებათ შესაბამისი, თქვენს დონეზე მორგებული მასალა, როგორც გრამატიკის მასალა, ასევე ახალი სიტყვების თარგმანი, ადაპტირებული ინგლისურენოვანი წიგნები, მოსასმენები და ა.შ. თუ ახალი მასალის სწავლის შემდეგ რამეს ვერ გაიგებთ, ყოველ გაკვეთილზე დეტალურად გავარჩევთ გაუგებარ საკითხს და ასეთი მიდგომით მოკლე დროში ძაან კარგ შედეგს დადებთ.

ტელეფონი
პრო
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური
eyeნანახი
ამერიკული სალაპარაკო ინგლისური

ემზადებით ამერიკაში გასაგმგზავრებლად? ჩემი კურსი გთავაზობთ ყოველდღიური სასაუბრო ენის პრაქტიკას, მოსაწყენი გრამატიკის წიგნების გამოტოვებით. თანამედროვე, დაჩქარებული მეთოდით, გაივლით მხოლოდ High-frequency words (ხშირად გამოყენებულ სიტყვებს) რისგანაც შედგება ტიპიური ამერიკული დღე. . გასწავლით როგორ შეაკავშიროთ ახალი სიტყვები ერთიმეორეზე, ისე რომ, ჟღერდეთ ბუნებრივად და გასაგებად. ასევე გასწავლით მხოლოდ basic (ელემენტარულ) გრამატიკას, უშუალოდ ისტორიებიდან და რეალური დიალოგებიდან და არა ძველმოდური ტექსბუქებიდან, შექსპირის დროინდელი სიტყვებით რომ არის ხოლმე სავსე. სწავლების მეთოდი არის ინოვაციური, ძირითადად მარტო ხართ, სწავლობთ ინტენსიურად და იღებთ მაღალ პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მაქსიმუმს ჩადებთ ამ საქმეში. მე ვიქნები კურსის ხელმძღვანელი და მხოლოდ მითითებებს მიიღებთ ჩემგან, რომ იცოდეთ რა დროს რა გააკეთოთ. და ასევე, რასაკვირველია რთულ მომენტებშიც მუდამ მოგეხმარებით ყველაფრის ახსნაში. კურსი დასრულებული სახით იყიდება და არ მოითხოვს დამატებით მასწავლებლებს. ერთჯერადად იხდით 250 ლარს, გიგზავნით მთელს მასალას (რომლის გავლასაც, სულ მცირე 6 თვე სჭირდება) თუმცა, გადარბენაზე თუ ხართ, უფრო ჩქარაც შეგვიძლია. რეალურად, გამოდის, რომ თვეში, სადღაც 40 ლარამდე ხარჯავთ. კლასიკური მეთოდი არაეფექტურია, რადგან როცა მასწავლებელს იყვან, მასწავლებელია აქტიურ როლში და სტუდენტი - პასიურში. მასწავლებელი ხსნის, ქაქანებს, ლაპარაკობს, შეკითხვებს სვამს, სტუდენტი კი დუმს და იწერს ახალ რაღაცეებს. . რეალური შემეცნება მოითხოვს აგრესიულ ინტელექტს. სადაც თვითონ სტუდენტი არის მთავარ როლში.

video play icon ვიდეო
ტელეფონი
ინგლისურის მასწავლებელი
ინგლისურის მასწავლებელი

მზად ხართ ენის შესწავლისთვის? რათა გაიუმჯობესოთ: წერის, მოსმენის და სასაუბრო უნარები. აქტიური, მოტივირებული განწყობით შეძენილი ცოდნა არის თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნა. იმისათვის, რომ თქვენმა პატარებმა ზაფხულში ინგლისური ენა გაიუმჯობესონ და ახალ სასწავლ წელს გამდიდრებული ცოდნით შეხვდნენ. გრამატიკა და სასაუბრო ინგლისური მისვლით. შემიძლია ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა შეთანხმებით ! მაქვს ორი სერთიფიკატი და ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება. გაკვეთილები იქნება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე. ერთი საცდელი გაკვეთილი უფასოდ.

მომზადება ინგლისურში
მომზადება ინგლისურში

დროა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენის-ინგლისურის შესწავლა! ✅ვამზადებ ინგლისურში თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით, რაც მოიცავს როგორც წერითი და კითხვითი უნარ-ჩვევების განვითარებას ასევე მოსასმენი და სალაპარაკო ინგლისურის დახვეწასაც. ✅ვარ სერთიფიცირებული ინგლისურ ენაში კემბრიჯის უნივერსიტეტის სერთიფიკატით,მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება. ✅მე-7კლასის ზემოთ მოსწავლეთა მომზადება მე-11 კლასამდე ჯგუფში (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 2-ს არ აღემატება) 100ლარი, აბიტურიენტების მომზადება -150 ლარი, ინდივიდუალური გაკვეთილები- 150 ლარი, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება -150ლარი . ✅მეცადინეობები ტარდება როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად(ორი ადამიანი), თვეში გაკვეთილების რაოდენობა -8 გაკვეთილი,გაკვეთილის ხანგრძლივობა 1:30 წუთი. ✅მეცადინეობები ტარდება გლდანში,ახმეტელის მეტროდან 5წუთის სავალზე.

ინგლისური ენის კურსები თბილისში

ინგლისური ენის კურსები თბილისში ჩვენს ვებგევრდზე SERVISEBI.GE შეგიძლიათ მოიძიოთ.  თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოქვეყნებულ შეთავაზებებზე აუცილებლად იპოვით თქვენთვის ხელსაყრელ მისამართს იქნება ეს ისანში, დიღმის მასივში, ვერაზე თუ მუხიანში.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ნულიდან პროფესიონალურ დონემდე, სწავლების დაწყება კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, მისთვის შესაფერის სასწავლო დონეზე.
ინგლისური ენის კურსები თბილისში საშუალებას გაძლევთ თქვენი ცოდნის შესაბამისი დონე შეარჩიოთ და დაიწყოთ სწავლა თქვენზე მორგებული სასწავლო მასალით, რაც სწავლებას მეტად პრაქტიკულს და ეფექტურს ხდის.  კურსების გავლა შეგიძლიათ როგორც სასწვლო ცენტრში, ასევე კერძო რეპეტიტორთან. თქვენი არჩევანის შესაბამისად.