სანათი სისტემების მონტაჟი სხვადასხვა დანიშნულების სივრცის ეფექტურ გამოყენებას განსაზღვრავს, რადგან არასრულყოფილი განათება შრომის ნაყოფიერებაზე უარყოფითად აისახება. განათება შეიძლება იყოს შიდა და გარე ტიპის. ზოგადი განათების სისტემები ოთახის მთელი ტერიტორიის გასანათებლად გამოიყენება. მსგავსი ვარიანტი მოთხოვნადია საწყობებსა და სავაჭრო ცენტრებში. სანათი სისტემები ფართის ზედა ზონაში მონტაჟდება, რაც ლოკალიზებულ განათებას უზრუნველჰყოფს. ადგილობრივი სანათი სისტემები გამოიყენება კონკრეტული წერტილების განათების გასაზრდელად, ხოლო კომბინირებული სისტემები ორმხრივი განათებით სივრცის აღსაჭურვადაა გათვლილი. ნებისმიერ შემთხვევაში სანათი სისტემების მონტაჟისას გამოცდილი სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია.
Servisebi.ge-ზე წარმოდგენილი სპეციალისტების მომსახურება შეკიდული ჭერის წერტილოვანი განათების შემთხვევაში 10 ლარიდან იწყება.
ვის მივმართო სანათი სისტემების კომერციულ ფართში დასამონტაჟებლად?
თუ გამოცდილ ხელოსანს ეძებთ, ჩვენს პლატფორმაზე მას სწრაფად და მარტივად იპოვით. ელექტროობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემით სერტიფიცირებულ ელექტრო-ინჟინერს უნდა მიმართოთ.
რა ღირს ჭაღის დაკიდება?
ჭაღის დაკიდების ფასი 25-დან 100 ლარამდე მერყეობს. სასურველია წინასწარ დაუკავშირდეთ სპეციალისტს და გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია, რათა ბიუჯეტი სწორად განსაზღვროთ.