შტეფსელის მონტაჟი საცხოვრებელ, თუ საოფისე სივრცეში ელექტროობის მიზნობრივად გამოყენებაში გეხმარებათ. დასახლებულ შენობებში შტეფსელის დაყენება ყოველ 5-10 კვადრატულ მეტრზეა რეკომენდებული. სანამ მონტაჟს დაიწყებდეთ, აუცილებელია ოთახში გამორთოთ დენი ელექტროგამანაწილებლიდან და მხოლოდ სამუშაოების დასრულებისას ჩართოთ. სააბაზანოში შტეფსელის მონტაჟისას გაითვალისწინეთ, რომ მანძილი შტეფსელსა და დამიწების ადგილებს შორის მინიმუმ 50 სმ უნდა იყოს. იატაკიდან დაშორება 0.5-1 მ-ს უნდა აღწევდეს. იმისთვის, რომ სამონტაჟო სამუშაოები სწორად წარმართოთ გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ჩვენი პლატფორმის საშუალებით შტეფესლის მემონტაჟის პოვნას სწრაფად და მარტივად შეძლებთ.
ჩამრთველების მონტაჟი როგორც ახალი მოწყობილობების დამონტაჟებისას, ასევე ძველი გადამრთველის შეცვლისას აუცილებელი სამუშაოა. სანამ სამუშაოებს დაიწყებდეთ აუცილებლად უნდა გამორთოთ ელექტროენერგია, დაშალოთ დეკორატიული პანელი და გახსნათ ხრახნები (ძველი გადამრთველის შემთხვევაში), გახსნათ სამაგრი და ამოიღოთ მექანიზმი კედლიდან. ყურადღებით დააკვირდით მექანიზმს და გათვალეთ არის თუ არა კედელში გამოუყენებელი მავთული (სულ შიძლება იყოს 2-დან 4-მდე). დილეტანტური მიდგომები ჩამრთველების მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტის შერჩევისას აქცენტი პროფესიონალიზმსა და ხარისხზე გააკეთეთ.
განსხვავებული ტიპის სამონტაჟო სამუშაოების ფასი სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. ვებგვერდზე წარმოდგენილი გადახდის მეთოდებიდან სასურველი, სპეციალისტთან შეთანხმებით, აირჩიეთ.
რას მივაქციო ყურადღება შტეფსელის მემონტაჟის არჩევისას?
სპეციალისტის შერჩევის ეტაპზე ყურადღება მიაქციეთ გამოცდილებას. აირჩიეთ სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც მომხმარებლებისგან დადებითი შეფასებები აქვს მიღებული.
რატომ არის საჭირო ჩამრთველების მონტაჟისას პროექტის შექმნა?
ელექტრო მოწყობილობების მოწესრიგებული განლაგება ყოველდღიურ კომფორტზე ახდენს გავლენას. სანამ ჩამრთველების მონტაჟს დაიწყებდეთ, პროექტის შექმნა გეხმარებათ სწორად აითვისოთ სივრცე და ელექტროენერგიის შეუფერხებლად გამოყენება შეძლოთ.